საზოგადოება
მიმდინარე თვიდან უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის პროცესი იწყება, რამაც შესაძლოა, ბევრი უმაღლესი სასწავლებლის გაუქმება გამოიწვიოს. ავტორიზაცია, რომელმაც აკრედიტაციის პროცესი ჩაანაცვლა, სასწავლებლების პროგრამების გადახედვას ითვალისწინებს, რის საფუძველზეც გაირკვევა, რამდენად ხარისხიან განათლებას იძლევა ესა თუ ის უმაღლესი სასწავლებელი.
უმაღლეს სასწავლებლებს, ავტორიზაციის გავლის შესახებ განაცხადის წარდგენასთან ერთად, ევალებათ 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენაც. ეს თანხა ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურია.