სამართალი
პოლიტოლოგი - ზელენსკის არჩევის და სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების პერსპექტივების შესახებ

 საქართველო, 24 აპრილი, საქინფორმი. პოლიტოლოგმა, ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვებაზე. „შერისხული სააკაშვილი, წინასწარი მონაცემებით, ახლა მოქმედების გარკვეულ თავისუფლებას მიიღებს და შეუძლია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შეუერთდეს. შესაძლოა, არა პრემიერ-მინისტრის, არამედ რაღაც სხვა დონეზე. ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინაში რომც დაბრუნდეს, იქ დიდხანს არ დაყოვნდება“, - განაცხადა რცხილაძემ Sputnik Грузия-სთან ინტერვიუში (მთლიანად მოისმინეთ აქ).