პოლიტიკა
დღეს, 10 მარტს, სახალხო კრება „შეფიცულების“ პრეზენტაციას გამართავს. როგორც „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე განმარტავს, „ეს იქნება ორგანიზაცია, რომელიც სახალხო კრებას ქვეყანაში უსამართლობის და უკანონობის აღკვეთაში დაეხმარება“.
თუმცა ოპოზიციონერ ლიდერს, რომელიც ხშირად გამოირჩევა მუქარანარევი განცხადებებით, არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობს „მწარე პასუხი“.
საინტერესო ალბათ, ზოგადად, „შეფიცულთა რაზმების“ საქმიანობაც იქნება, რომელიც, ორგანიზაციის სახელწოდებიდან გამომდინარე, ცოტა არ იყოს, რადიკალურადაც გამოიყურება. თუმცა კონკრეტულად რას უნდა ელოდოს ხელისუფლება „შეფიცულებისგან“, სავარაუდოდ, დღეიდან, რაზმების ჩამოყალიბების შემდეგ გაირკვევა.