აქტუალური
მამუკა ბახტაძე ვლადიმერ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

 საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ვლადიმ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

ვულოცავ ახლად არჩეულ პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის მშვიდობიან და დემოკრატიულ გადაწყვეტილებას“, – წერს მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, უკრაინის ახალი პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკია. ზელენსკის გამარჯვება უკვე მიულოცა მისმა კონკურენტმა, მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.