სამართალი
კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. ძალიან ნიშანდობლივია ფაქტი, რომ კვიპროსმა აღიარა საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ძალიან ნიშანდობლივია ფაქტი, რომ კვიპროსმა აღიარა საქართველო როგორც უსაფრთხო ქვეყანა და ამის შესახებ დღეს ითქვა. საერთოდ, ყველანაირი დახმარებამეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში გაზიარებულია კვიპროსის, როგორც ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის მიერ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამ საკითხზე ბრიფინგზე ნიკოს ანასტასიადისმაც გაამახვილა ყურადღება.

კვირპოსი გააძლიერებს თავის მხარდაჭერას, საქართველოს დახასიათებას, როგორც დაცული სახელმწიფოსი“, – განაცხადა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

​კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი მეუღლესთან ანდრი ანასტასიადისთან ერთად საქართველოს პირველი ვიზიტით ეწვია. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში კვიპროსის პრეზიდენტი ასევე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნესფორუმიც, სადაც საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელებენ. ანასტასიადისი ასევე შეხვდება საქართველოს პატრიარქს.