სამართალი
წარმოდგენა არ მაქვს სამთავრობო ცვლილებებზე, თუ რამე მემუქრება, ამასაც თვალს გავუსწორებ! - საქართველოს შს მინისტრი

 საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმაცია არ აქვს.

შეკითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები და შეეხება თუ არა მას ცვლილება, გიორგი გახარიამ უპასუხა: წარმოდგენა არ მაქვს, არ ვიცი. თუ რამე მემუქრება, ამასაც თვალს გავუსწორებ.