სამართალი
„ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს კავშირი ჰქონდა 2017 წელს თბილისში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ერთ-ერთ ტერორისტთან

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. თურქული ტელეკომპანია „ნერგის ტივის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, თურქეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს 2017 წელს თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულ პირთან კავშირი ჰქონდა.

საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ჟურნალისტი მერიჰ აქი ამბობს, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული ათი პირიდან ერთი საქართველოს მოქალაქეა და ის ქალაქ იზმირში, უნივერსიტეტში სწავლობდა. ასევე, ჟურნალისტის ინფორმაციით, დაკავებულს კავშირი ჰქონდა იმ პირთან, რომელიც 2017 წელს თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დააკავეს.

იზმირის პოლიციის დეპარტამენტის ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების თანამშრომლების მიერ ქალაქში და ასევე ორ პროვინციაში სპეცოპერაცია ჩატარდა, რომელიცისლამურ სახელმწიფოსუკავშირდებოდა. ამ ოპერაციების შედეგად 10 ადამიანი იქნა დაკავებული, რომელთა შორის 9 სირიის მოქალაქე და ერთი საქართველოს მოქალაქე იყო. დაკავებული პირები იზმირის პოლიციის დეპარტამენტის ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. დაკავებული საქართველოს მოქალაქის სახელი ჯერ კოდით არის ცნობილი, როგორც .. არსებული ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე ინტენსიურ კავშირში იყო 2017 წელს თბილისში საქართველოს პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭერილ ერთ-ერთ ტერორისტთან. იმ სპეცოპერაციაზეა საუბარი, სადაც ერთი კაცი იქნა ლიკვიდირებული და ასევე დაჭრილიც.

იზმირის პოლიციის მიერ ეს პიროვნება სწორედ ამ კუთხით იკითხება. ასევე არსებობს ბრალდება, რომ დაკავებული ათივე პირი სირიაში მებრძოლ ტერორისტებთან ინტენსიურ კავშირში იმყოფებიან. აღნიშნული პირები ხვალ შესაბამისი იურიდიული პროცედურების ჩასატარებლად იზმირის იუსტიციაში იქნებიან გადაყვანილები, სადაც ჯერ პროკურორს უნდა მისცენ ჩვენება, რის შემდეგაც მათ მიმართ იზმირის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.

დაკავებულ საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, იზმირის პოლიციის დეპარტამენტი ინფორმაციას არ იძლევა, თუმცა ვიცით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ქართველ სამართალდამცველებთან თანამშრომლობა მიმდინარეობს. ჯე არც მისი ეროვნება ვიცით. ცნობილია მხოლოდ, რომ ის საქართველოს მოქალაქეა და სწავლობდა იზმირის უნივერსიტეტში“, - განაცხადა მერიჰ აქიმ.

თურქული მედიის ინფორმაციით სპეცოპერაციისას დაკავებული ათი პირიდან ცხრა სირიის მოქალაქეა, ერთი კი საქართველოს მოქალაქე. ასევე მედიის ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია არალიცენზირებული იარაღი, ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ნაღდი ფული და სხვადასხვა დოკუმენტები.