სამართალი
ტარიელ ონიანი რუსეთში ციხის დატოვებისას დააკავეს

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. რუსეთში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია ქალაქ სოლ-ილეცკის მოსამართლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, ორენბურგის ოლქის საპატიმროში ტარიელ ონიანი გამოსასყიდის მიღების მიზნით რუსი ბიზნესმენის გატაცებისთვის 10-წლიან სასჯელს იხდიდა. ონიანს სასჯელის ვადა ორი თვით შეუმცირეს.

სამართალდამცველებმა ტარიელ ონიანი ციხის დატოვების დროს დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც 40 დღეს გაატარებს. მედიის ცნობით, ამის მერე მისი რუსეთიდან დეპორტაცია მოხდება.

რუსული მედიის ცნობით, ონიანი ესპანეთში მის წინააღმდეგ არსებული საქმის გამო დააკავეს. დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი სახსრების ლეგალიზაციისთვის ტარიელ ონიანზე ესპანეთმა 2006 წელს საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.