უცხოეთი
მამუკა ბახტაძე - ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მეტის გაკეთება შეგვიძლია

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. კასპიის ზღვის რესურსებს სათანადოდ არ ვიყენებთ და მეტის გაკეთება შეგვიძლია ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დეპუტატების კითხვების პასუხად განაცხადა. დეპუტატები დაინტერესდნენ საქართველოში განათლების საკითხით.

ერთ-ერთმა დეპუტატმა შემდეგი კითხვა დასვა: „დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ და აზერბაიჯანმა განამტკიცეს ისტორიული მეგობრობა. მათ შორის განხორციელდა მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტები, როგორიცაა თბილისი-ბაქო-ჯეიჰანი და სულ ბოლოს, სამხრეთის დერეფანი. დღეს მიმდინარეობს თანამშროლობა თურქეთთანაც. როგორ ფიქრობთ, რა შეუძლიათ ამ ქვეყნებს გააკეთონ, რომ უფრო მეტი წვლილი შეიტანონ ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში“.

„აზერბაიჯანი არის საქართველო სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენ ერთად განვახორციელეთ ისტორიული პროექტები. მათ შორის, ბაქო-თბილისი-ყარსი, ასევე ბაქო-ჯეიჰანი და სამხრეთის დერეფანი და სხვები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ერთად განვახორციელეთ რამდენიმე ისტორიული პროექტი. ბაქო-ჯეიჰანი, სამხრეთის დერეფანი და ბევრი სხვა.

ვფიქრობთ, რომ კასპიის ზღვის რესურსებს სათანადოდ არ ვიყენებთ და მეტის გაკეთება შეგვიძლია ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენ ამ საკითხზე ევროპელ კოლეგებთან დიალოგს ვაწარმოებთ. ბაქო-თბილსი-ჯეიჰანსაც აქვს მეტი ენერგორესურების გატარების შესაძლებლობა. ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, თუ ამ შესაძლებლობის გამოყენების საშუალება გვექნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

1tv.ge