სამართალი
ნატოს წვრთნების გამო შავ ზღვაში რუსული გემები პატრულირებენ

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წვრთნების ზღვის ფარის გამო შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის ფლოტის სადაზვერვო და სამხედრო ხომალდები პატრულირებენ.

შავი ზღვის აკვატორიის წინასწარი განსაზღვრულ რაიონებში ორგანიზებულია პატრულირება სადაზვერვო ხომალდებით, ასევე სამხედრო გემებით, სანაპირო სარაკეტო კომპლექბასტიონითდაბალით“, ასევე საზღვაო ავიაციის მონაწილეობით“, – განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ შავ ზღვაში 8 აპრილს დაიწყო სამხედრო სწავლებაზღვის ფარი“, რომელშიც ამერიკელი, ბულგარელი, ბერძენი, კანადელი, ჰოლანდიელი, რუმინელი და თურქი სამხედროები მონაწილეობენ. მანევრები იმართება საქართველოსა და უკრაინის საზღვაო ძალებთან ურთიერთქმედებით.