პოლიტიკა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ახალ თავმჯდომარედ ჯემალ გამახარია აირჩია

 საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ახალ თავმჯდომარედ ჯემალ გამახარია აირჩია.

თავმჯდომარის პოსტზე კენჭს იყრიდა ორი კანდიდატი – დავით გვაძაბია და ჯემალ გამახარია, თუმცა დავით გვაძაბიამ ​კანდიდატურა მოხსნა.

ახალ თავმჯდომარეს მხარი დაუჭირა 14-მა დეპუტატმა, მოწინააღმდეგე კი ოთხი დეპუტატი იყო.

თავმჯდომარეს საბჭოს 19 დეპუტატი ირჩევს, თუმცა რაისა ქარაიამ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. კანდიდატს გასამარჯვებლად მინიმუმ 10 ხმის მიღება სჭირდება.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო არჩევნებს ხუთ წელიწადში ერთხელ ატარებს.