საზოგადოება
თბილისში №221, №167ა და №141 სამარშრუტო ხაზებზე მგზავრობის ფასები 50 თეთრიდან 70–დე გაიზარდა. მძღოლები ამბობენ, რომ ეს საწვავის გაძვირებას უკავშირდება.
მგზავრობის საფასური იმატებს რეგიონებშიც. ეს კი განსაკუთრებით აისახა მიკროავტობუსებით გადაადგილებისას როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით. ჯერჯერობით ფასები 20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ არავინ იცის, რა იქნება ხვალ და ზეგ.
სხვადასხვა სამარშრუტო ხაზის მძღოლები ერთსულოვნად უკავშირებენ ფასების ზრდას საწვავის გაძვირებას.