რელიგია
„კატაკომბური ეკლესია“ და „ბიბლიური თავისუფლება“: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო საქართველოში ფსევდორელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის წინააღმდეგია

 საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადება

რამდენიმე დღის წინ მასმედიით გახდა ცნობილი კატაკომბური მართლმადიდებელი ეკლესიისდაარსების შესახებ, რომელიც ისევე ათავისუფლებს ახალგაზრდებს ჯარიდან, როგორც გირჩისმიერ შექმნილი ფსევდორელიგიური ორგანიზაცია - ბიბლიური თავისუფლება“.

კატაკომბურ ეკლესიასთანდაკავშირებით გიორგი ანდრიაძემ განგვიმარტა, რომ პირადად იგი არ არის მისი არც დამფუძნებული და არც წევრი, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს გირჩის“ ,,ბიბლიური თავისუფლებისდა ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული კანონის მანკიერი მხარის გაუქმებას და დასძინა, რომ ეს არის მისი პოლიტიკური ხედვა, რომელიც საერთოდ არაა დაკავშირებული საქართველოს საპატრიარქოსთან.

ჩვენის მხრიდან გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:

საქართველოს საპატრიარქომ ადრეც დააფიქსირა თავისი პოზიცია და ახლაც ვიმეორებთ, რომ ქვეყნისთვის ყოვლად აუცილებელია, საქართველოს სამხედრო-სავალდებულო სისტემის დახვეწა იმდენად, რომ აქ მსახურება ახალგაზრდებისთვის იყოს ღირსების საქმე; ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირების შესახებ დადგენილებაში დროულად უნდა იქნას შეტანილი სათანადო ცვლილება, რათა არც ორგანიზაცია გირჩს“, რომლის ქმედებაც მიმართულია ეკლესიის, სახელმწიფოს და, საერთოდ, საზოგადოების წინააღმდეგ და არც სხვა რომელიმე გაერთიანებას არ მიეცეს საშუალება, ისარგებლონ კანონში არსებული ლაფსუსით და ეს თავისი ვიწრო ინტერესებისთვის გამოიყენონ.