საზოგადოება
აშშ-ის და ნატოს სამხედრო აქტიურობა საქართველოში ამ მომენტისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს რეგიონული უსაფრთხოებისთვის - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა აღნიშნეს ჟენევის ფორმატის მნიშვნელობა, რომლის წყალობითაც უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ხერხდება შედარებითი სიმშვიდის შენარჩუნება აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრებზე. ამას არანაკლებ უწყობს ხელს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი დაცხელი ხაზი“. რუსული მხარე წერს, რომ ინფორმაციის გაცვლის გაგრძელებისა და „საზღვრისპირა რაიონების“ მოსახლეობის პრაქტიკული პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აფხაზურმა და ქართულმა მხარეებმა განაცხადეს თანხმობა, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში უახლოეს ხანში გამართონ სხდომა.

ამ გადაწყვეტილებას შეხვედრის მონაწილე ყველა მხარე პოზიტიურად შეხვდა.

რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს აქცენტი, რომ აშშ-ის და ნატოს სამხედრო აქტიურობა საქართველოში ამ მომენტისთვის წარმოადგენს მთავარ საფრთხეს რეგიონული უსაფრთხოებისთვის. საქართველოს ტერიტორიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებისა და პარტნიორების მონაწილეობით რეგულარული წვრთნები ღიად პროვოკაციულ ხასიათს ატარებს. ამ კონტექსტში სამმა დელეგაციამ ხაზი გაუსვა ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების მიღების აუცილებლობას. თუმცა, ქართული მხარის კონტრპროდუქციულმა პოზიციამ კვლავ შეუშალა ხელი ამ საკითხზე წინსვლას.

თბილისისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებმა, ფაქტობრივად, მოახდინეს 10 წლის წინანდელი ფრაზეოლოგიის რეანიმაცია და განაცხადესსაქართველოს მთელი ტერიტორიიდანრუსული შეიარაღებული ძალების გაყვანის აუცილებლობაზე, „საერთაშორისო უსაფრთხოების ზომებისშექნასა და .. შედეგად დისკუსია ჩიხში შევიდა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, დისკუსიის მონაწილეთა უმრავლესობამ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და საქართველოს საზღვრებზე სიტუაცია შეაფასა, როგორც სტაბილური“.

საზღვრის კვეთის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ გადაადგილების თავისუფლების კუთხით სერიოზული პრობლემები არ არსებობს, შემთხვევების რაოდენობა ჩვეულ რაოდენობას არ აღემატება. რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა მიუთითეს სასაზღვრო რაიონებში ცალკეული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების პროვოკაციულ აქტიურობაზე. მათ პროპაგანდისტულ აქციებს შეიძლება მოჰყვეს ძალიან საშიში შედეგები და არავის ინტერესებს არ პასუხობს. რუსულმა და აფხაზურმა დელეგაციებმა სხვა მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიას თვითმკვლელობის შესახებ 10 მარტს. ტრაგიკული ინციდენტის გამოძიება გრძელდება. რუსეთმა მოუწოდა თანათავმჯდომარეებს, უზრუნველყონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების წვდომა საერთაშორისო ასპარეზზე, პირველ რიგში გაერო-ში. ეს ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს მისცემს თანაბარ შესაძლებლობებს, შეძლონ საკუთარი პოზიციების წარმოჩენა, აგრეთვე უზრუნველყოფს შესაძლებლობას, დევნილების თემის განხილვაზე ბლოკირება მოიხსნას. ჟენევის დისკუსიების მონაწილეებმა დაადასტურეს განწყობა, განაგრძონ გამოსავლის ძიება ჰუმანიტარული ამოცანების გადასაჭრელად, მათ შორის ეკოლოგიური უსაფრთხოების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნისა და განათლების საკითხებზე.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი შეხვედრა 2019 წლის ივლისში გაიმართება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.