პოლიტიკა
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა დავით მაღრაძემ ქვეყანაში ალტერნატიული პოლიტიკური ძალის შექმნა გადაწყვიტა

 საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. პოეტი დავით მაღრაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის აქტიურ მხარდამჭერად ითვლებოდა, “ქართული ოცნების” ოპონენტი ხდება. ის ახალ მოძრაობას აფუძნებს. მაღრაძემ საზოგადოებას ვერის ბაღიდან მიმართა.

დაიცავი საქართველოს ლიდერი ისევ საზოგადოებრივ აქტიურობას უბრუნდება და 13 აპრილს შეკრების გამართვას გეგმავს. პოეტი დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებაზე დასწრებისკენ მოუწოდებს ყველას, ვინც, მისივე განცხადებით, განსაცდელში ღირსების შენარჩუნება შეძლო.

დავით მაღრაძემ საგანგებო მიმართვის დროს ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა გააკრიტიკა. მისი შეფასებით, ყოფილი ხელისუფლება წარსულს უარყოფს, მმართველმა პარტიამ კი მომავალი უარყო.

დავით მაღრაძის თქმით, მას ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილი არ მოსწონს, თუმცა უფრო მწვავე კრიტიკა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მისამართით, არ გაუჟღერებია.

ვინ იქნებიან მაღრაძის თანამოაზრეები, პოეტი არ აკონკრეტებს. დავით მაღრაძე არ გამორიცხავს, რომ მის გვერდით ძმები გაჩეჩილაძეები იდგნენ. “კურიერის” შეკითხვაზე, ხომ არ შეუერთდებიან მას ეკა ბესელია და საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნებიდან” წასული წევრები, პოეტმა კონკრეტული პასუხი არ გასცა, თუმცა დავით მაღრაძემ ეს არც უარყო.

მათ, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილ-სააკაშვილის უკვე უსაფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებისგან, რომელიც მხოლოდ ძალაუფლების ბრძოლის ველად გადაიქცა და დაცლილია ზნეობრივი შინაარსისგან, შემოგვიერთდით. მათ, ვისაც მიაჩნია, რომოცნებასადანაციონალებსშორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირება აღარ აქვს ღირებულებითი საფუძველი, შემოგვიერთდით 13 აპრილს 02:00 საათზე ფილარმონიაშიდაიცავი საქართველოსსაგანგებო შეკრებაზე. მათ, ვინც განსაცდელში ინარჩუნებდით ღირსებას და მათ, ვინც მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ, შემოგვიერთდით. „ნაციონალური მოძრაობაწარსულს უარყოფს, „ოცნებამკი მომავალი უარყო. შევეცადოთ, შევქმნათ ასპარეზი ახალი ქართული მომავლისთვის, რომელსაც მეხსიერებაც ექნება და პერსპექტივა, – განაცხადა დავით მაღრაძემ.