პუბლიკაციები
შსს დეტალების დონეზე ხედავს, სწორად აფასებს სიტუაციას და აქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც ახორციელებს - გიორგი გახარია

 საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალების დონეზე ხედავს, სწორად აფასებს სიტუაციას და აქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

გ​იორგი გახარიამ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით შსს-ს მიდგომებზე ისაუბრა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პრობლემაა ის რისკები, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აქვს წვრილმანი დანაშაულის სახით, რის გადასაწყვეტადაც სამინისტრო კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.

„ისეთ გამოვლენილ დანაშაულთან, როგორიც არის ქურდობა, ოჯახური ძალადობა, კრიმინალური მენტალიტეტი – ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით და კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები შევთავაზეთ პარლამენტს, ზოგი უკვე მივიღეთ, ზოგის განხორციელების პროცესში ვართ. ეს არის უკვე აბსოლუტურად ჩამოყალიბებული სურათი და გზავნილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალების დონეზე ხედავს, სწორად აფასებს სიტუაციას და აქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც ვახორციელებთ. რისკები, რომლებიც ჩვენს თითოეულ მოქალაქეს აქვს, არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა ეს მსუბუქი, წვრილმანი დანაშაულია თუ რამე სხვა სახის, ჩვენთვის არის პრობლემა, რადგან ეს არის ჩვენი მოქალაქეების პრობლემა და ის აუცილებლად უნდა გადავწყვიტოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.