საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია თბილისის ვიცე-მერად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურშიც დაადასტურეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ცხაკაია შემოსავლების სამსახურის უფროსის პარალელურად, ფინანსთა მინისტრის მოადგილეც იყო.
თუ რატომ მიიღეს მერიაში ახალი ვიცე-მერის დანიშვნის გადაწყვეტილება ან სად გადაიყვანენ აწ უკვე ყოფილ ვიცე-მერ დავით ნინიძეს, მერიის პრესსამსახურში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.