სამართალი
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების მორიგ ფაქტზე შსს-მ არასრულწლოვანი დააკავა

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების მორიგ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანი დააკავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.

სამწუხაროა, რომ მოზარდია დაკავებული. დეტალებს ბევრს ვერ გეტყვით. სხვა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პროცესი რომ დასრულდება, მეტი დეტალის თქმის საშუალება მექნება“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, დაკავებულმა მოზარდმა კადრები სოციალურ ქსელ „იუთუბზე“ ატვირთა.

მოზარდის მიერ არის ატვირთული ეს ვიდეო. როგორც ჩემთვის ცნობილია, აღიარებს ამ ქმედებას. ინტერესი პირადი თემა არ ყოფილა. ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეა. ვიდეო უბრალოდიუთუბზეატვირთა. შემკვეთი ამ ეტაპზე არ იკვეთება. შსს- გვაკისრია ჩვენი ვალდებულება, რომ დანაშაული როგორც კი მოხდება, დროულად აღვკვეთოთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმის გამოძიების ფარგლებში შსს-მ არაერთი პირი დააკავა.

სამწუხაროა, რომ საზოგადოების გარკვეული წრეებისა და, მათ შორის, პოლიტიკური პარტიებიდანაც ისმის მოწოდებები, თითქოს რაღაც ქმედებები არ უნდა ისჯებოდეს, თითქოს გადაგზავნა უფრო ნაკლები დანაშაულია, ვიდრეიუთუბზეატვირთვა. პასუხისმგებლობას ვიზიარებთ. ამ ადამიანებმაც კარგად უნდა გააცნობიერონ, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, ეს შეიძლება აღმოჩნდეს დანაშაულის წახალისების მიზეზი. ვთხოვთ ყველას, ასეთი მოწოდებებისგან თავი შეიკავონ. ეს არის დანაშაულიგავრცელებაც, გადაგზავნაც, შენახვაც, ატვირთვაც ისჯება. როგორც კი ასეთი ფაქტი მოხდება, სამინისტრო დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

როგორც მანამდე საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ახალ ფაქტზე რეაგირება ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება.