აქტუალური
საქართველოს პასპორტი გლობალური ინდექსის რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდა

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პასპორტი 2019 წლის გლობალური ინდექსის რეიტინგში 49- ადგილზე მოხვდა. შარშანდელთან შედარებით, საქართველო ერთი საფეხურით დაწინაურდა.

ჰენლი ენდ პარტნერსი რეიტინგს იმის მიხედვით ადგენს, თუ რამდენ ქვეყანაში შეუძლია ამა თუ იმ პასპორტის მფლობელს უვიზოდ მოგზაურობა.

2019 წლის კვლევის თანახმად, საქართველოს პასპორტით 114 ქვეყანაში არის შესაძლებელი უვიზოდ ჩასვლა.

მაგალითისთვის, სომხეთი რეიტინგში 78-ე ადგილზეა, ხოლო აზერბაიჯანი - 73-ზე.

რეიტინგში ლიდერობენ იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური და გერმანია. ამ ქვეყნების პასპორტით უვიზოდ მოგზაურობა 189 ქვეყანაშია შესაძლებელი.