აქტუალური
საქართველოში, ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე სატესტო რეჟიმში პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვიდა

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. თურქეთიდან საქართველოში შვეიცარიული „შტადლერის“ სამგზავრო მატარებელი შემოვიდა, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე იმოძრავებს.

მატარებელი რკინიგზის ქართულ მონაკვეთს სატესტო რეჟიმში გაივლის. ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის ტერიტორიაზე პოსტსაბჭოთა 1520 მმ-იანი ლიანდაგი ევროპულ, 1435 მმ-იან ლიანდაგებს უერთდება. „შტადლერის“ მატარებელი შეუფერხებლად ორივე მონაკვეთის გავლას შეძლებს.

სამგზავრო მარშრუტის დანიშვნა მაგისტრალზე მიმდინარე წელს იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

სამგზავრო შემადგენლობა აზერბაიჯანის რკინიგზამ შეიძინა.