უცხოეთი
რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ვებგვერდის მონაცემებით, რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთში აღარ ხდება. შესაბამისად, რეგიონი მთლიანად ენგურჰესზე გამომუშავებული ენერგიით მარაგდება.

რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება 27 თებერვალს დაიწყო. მანამდე კი, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო, აფხაზეთს ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა.

ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, მარტში საქართველოში რუსეთიდან, ელექტროგადამცემი ხაზი „სალხინოს“ მეშვეობით, დაახლოებით 65 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა.

1tv.ge