საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი - გიგი უგულავას: მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა 100 წლის მანძილზე! - საქინფორმის პროგნოზი სრულად გამართლდა

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. საქინფორმი მკითხველებს შეახსენებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მიხეილ სააკაშვილის ექსმმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლიდერების დიდი ჯგუფი წავიდა, რომელმაც ახალი პარტია „ევროპული საქართველო“ დააარსა. ფორმალური მიზეზი ის გახდა, რომ ისინი არ დაემორჩილნენ სააკაშვილის მოთხოვნას - „ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნების გაყალბების“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად დეპუტატის მანდატებზე უარი ეთქვათ. თუმცა საქართველოში ხმები დადიოდა, რომ სააკაშვილის პარტია სწორედ ბიძინა ივანიშვილმა დაშალა, რომელმაც, თითქოსდა, „რასკოლნიკებს“ ურჩია, „ნაცმოძრაობის“ გემთან ერთად არ ჩაძირულიყვნენ“, რის სანაცვლოდაც დაჰპირდა, რომ მომავალში მათ განიხილავდა, როგორც „კონსტრუქციულ ოპოზიციას“.

ამიტომ, როდესაც უკვე საპრეზიდენტო არჩევნების წინ „ევროპული საქართველო“, რომელმაც ელექტორატი ვერ შეაგროვა, იძულებული გახდა, ყოფილ თანაპარტიელებთან საარჩევნო ბლოკი შეექმნა, საქინფორმმა პროგნოზი გააკეთა, რომ მათ ტანდემს დიდი დღე არ უწერია. „ჩვენ ყველა მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ერთი ოჯახი ვართ, ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს!“, - განაცხადა სააკაშვილმა 2018 წლის 8 ნოემბერს, ჰელსინკიში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესის დროს „ევროპული საქართველოს“ ლიდერებთან (უგულავა, ბოკერია, ბაქრაძე) შეხვედრის შემდეგ. როგორც სააკაშვილმა მაშინ აღნიშნა, „ოპოზიციური ძალების საერთო მთავარი მიზანია ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში“. „იქმნება ახალი ერთობა, უფრო ფართო, ვიდრე ორი პარტია, უფრო ფართო, ვიდრე ჩვენი ურთიერთობა“, - ხაზი გაუსვა მაშინ სააკაშვილმა.

„ჩვენი ურთიერთობა“ - აი, საკვანძო სიტყვები, რომლებზეც მაშინ მკითხველს ყურადღება მიაქცევინა საქინფორმმა, რომელმაც ყოფილ თანაპარტიელებს შორის ხანგრძლივი თანამშრომლობის შეუძლებლობის შესახებ განაცხადა სწორედ მათი გაფუჭებული პირადი ურთიერთობის გამო. მაგალითად, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც ირონიულად ეკიდებოდა თავისი არაადეკვატურობით ცნობილ სააკაშვილს; პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს - ახალი პარტიის მეორე ლიდერს - სააკაშვილმა საერთოდ მუცელში წიხლები ურტყა; ხოლო თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მეუღლემ - სააკაშვილის ყოფილმა ვიზაჟისტმა - ქმარი მიატოვა, რაშიც სააკაშვილმა არასასიკეთო როლი ითამაშა.

და აი, გუშინწინ „საერთო ოჯახი“ მეორედ დაიშალა, ამჯერად უკვე - საბოლოოდ! „არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე!“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გიგი უგულავას სტატუსში თავის ფეისბუქგვერდზე. გუშინ გიგი უგულავა სულ იმეორებდაარაა სააკაშვილი ფორმაშიო“. რა თქმა უნდა, მუდმივად საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა და ძვირფასო გიგი, გისურვებ კიდევ 100 წლის სიცოცხლეს. ამასთანავე, მეც არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე!“, - დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.

მე მხოლოდ გამიხარდება, თუ კარგ ფორმაში იქნები და მკვდართან შეჯიბრი არ მომიწევს. საუკეთესო სურვილებით, - არ დააყოვნა გამოპასუხება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.