პუბლიკაციები
ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი საერთაშორისო ტერორისტებისთვის, ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ქართველი სამხედროების გარეშე! - სტოლტენბერგი

 საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. ავღანეთი აღარ არის თავშესაფარი საერთაშორისო ტერორისტებისთვის, ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ქართველი სამხედროების გარეშე, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში იმყოფებოდა და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.

იენს სტოლტენბერგმა ალიანსის ყველა წევრისა და პარტნიორი ქვეყნების სახელით ქართველ სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

პირველეს ყოვლისა, მადლობელი ვარ, რომ მაქვს დღეს აქ ყოფნისა და ყველა თქვენგანთან შეხვედრის შესაძლებლობა. ვიცი, რომ მსახურობთ თქვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ალიანსისთვის. ის სამუშაო, რომელსაც ასრულებთ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის, რადგან გვეხმარებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ავღანეთში ვართ იმისთვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ქვეყანა აღარასდროს გახდება ტერორისტების თავშესაფარი. ჩვენ ბევრს მივაღწიეთ. როდესაც დავიწყეთ ჩვენი მისია ავღანეთში 2001-2002 წლებში, ავღანეთს აკონტროლებდათალიბანი“, ავღანეთი იყო უსაფრთხო ადგილი ტერორისტებისთვის, ჩვენ ვხედავდით სასტიკ რეჟიმს, რომელიც ავიწროებდა ავღანეთის მოსახლეობას.

ავღანეთში ჯერ კიდევ რჩება ბევრი პრობლემა, თუმცა ვიცით, რომ დღეს ავღანეთი აღარ არის თავშესაფარიალ-აიდასთვის“, საერთაშორისო ტერორისტებისთვის. ამის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა თქვენ გარეშე და ამიტომ ალიანსის ყველა წევრის, პარტნიორი ქვეყნებისა და ყველა იმ ადამიანის სახელით, ვინც დღეს თავის ქვეყანაში უფრო მშვიდობიანად ცხოვრობს, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ მიერ გაწეული სამსახურისთვის და იმ ყველაფრისთვის, რაც ალიანსისთვის გააკეთეთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალური მდივანი ნატო-საქართველოს სწავლება 2019“-ის მიმდინარეობას გაეცნო.