აქტუალური
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის წერილი საქართველოს თავდაცვის მინისტრს

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი პატრიკ . შანაჰანი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას წერილს უგზავნის და აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში შეტანილ წვლილს აღნიშნავს, ასევე, იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და დიპლომატიის სფეროში თანამშრომლობა გაგრძელდება.

მის აღმატებულებას ლევან იზორიას

თავდაცვის მინისტრს

საქართველო, თბილისი

ძვირფასო ბატონო მინისტრო,

სასიამოვნო იყო თქვენთან და პრემიერ-მინისტრ ბახტაძესთან შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ვაფასებ თქვენი და თქვენი გუნდის უდიდეს ძალისხმევას აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის გაძლიერების საქმეში და ჩვენს მხარდამხარ ავღანეთში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების მიერ გაღებულ მსხვერპლს.

კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით შესანიშნავი დისკუსიისთვის. ველი თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას დიპლომატიისა და თავდაცვის მიმართულებით.

პატრიკ . შანაჰანი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის

მოვალეობის შემსრულებელი”.