საზოგადოება
2019 წლის მაისში საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები პასპორტებს უფასოდ აიღებენ

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ახალი პასპორტების უფასოდ აღებას მაისში შეძლებენ, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას.

ემიგრანტი ქართველებისთვის სპეციალური აქცია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საპატივცემულოდ, ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თვეშიანუ მაისში, მთელი ერთი თვე და იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერი, ჩვენი თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაიცემა უფასოდეს არის კიდევ ერთი აქცია", – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გასულ წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მსგავსი აქცია ქვეყნის სხვადასხვა საკონსულოში ჩაატარა. შედეგად უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა პასპორტის აღება 70%-იანი ფასდაკლებით - 50 დოლარად შეძლეს. აღნიშნული აქციით ხუთი ათასმა ადამიანმა ისარგებლა, აღნიშნა წულუკიანმა.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას ფლობს, საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას სრულიად უფასოდ მიიღებს. წულუკიანის განცხადებით, საქართველოში ასეთი სულ 401 ათასი მოქალაქეა.

„2020 წლისთვის, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ოდირის (ODIHR) დადებითი დასკვნის მისაღებად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავემშვიდობოთ ქაღალდის პირადობის მოწმობას. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ის კატეგორია, რომლებიც ფლობენ ძველი დროის გადმონაშთ დოკუმენტს, რომელსაც აქვს უვადო მოქმედების ვადა და არ ცვლიან მას", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

წულუკიანის განცხადებით, აღნიშნული აქცია ხელს შეუწყობს მოქალაქეების საკუთრებისა და საარჩევნო უფლებების დაცვას.

თქვენი პიროვნება, ვინაობა არის ადვილად გასაყალბებელიშეიძლება, ისე გადაფორმდეს-გადმოფორმდეს თქვენი ქონება, ვერც კი გაიგოთ. ასევე, არსებობს რისკი, რომ, თუკი არაკეთილსინდისიერი ხელისუფლება იქნება სათავეში, ვინმემ საარჩევნო უფლება წაგართვათ", - აღნიშნა მინისტრმა.

პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. მათი საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კანონმდებლების წინაშე „მინისტრის საათის" ფარგლებში წარდგა.