სამართალი
დანაშაულის პრევენციის ცენტრი და პრობაციის ეროვნული სააგენტო ერთიანდება

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის სისტემაში მოქმედი ორი საჯარო სამართლის იურიდიული პირის გაერთიანების შესახებ განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, დანაშაულის პრევენციის ცენტრი და პრობაციის ეროვნული სააგენტო ერთიანდება.

უახლოეს ხანში განხორციელდება პრობაციის სისტემის რეფორმა, რომლის შედეგი იქნება პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრისამ ორი საჯარო სამართლის იურიდიული პირის გაერთიანება და ასევე, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სისტემის რეფორმა. მთავარი აქცენტი კეთდება რესოციალიზაციაზე, რეაბილიტაციაზე, რომ ნაკლები დანახარჯებით მივიღოთ მაქსიმალური შედეგი ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის პირობებში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.