საზოგადოება
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნოდ გაერთიანებას გეგმავენ

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციაში გაერთიანებას გეგმავენ. ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, „ევროპული საქართველოსთვის“ „თავისუფალი დემოკრატები“ ღირებულებით ყველაზე ახლოს მდგომი პარტიაა. "არც დაგიმალავთ, ჩვენს გრძელვადიან თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები, პრაქტიკულად, დავასრულეთ. საზოგადოების წინაშე სულ მალე წარვდებით“, - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, ეს იქნება პირველი განაცხადი იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური წარსულიდან მოდიან, წარსულში მკვეთრად იყვნენ დაპირისპირებული, სამომავლოდ ერთიანდებიან იმისთვის, რომ შეიქმნას ხელისუფლების ალტერნატივა.

"თუ ასე მოხდა, ეს კარგი იქნება პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებისთვის. ეს კარგი იქნება, რადგან ვფიქრობ, „ქართული ოცნებისმმართველობის შვიდი წლისთავზე ჩვენ ამ ჩამოყალიბებული დისკურსიდან უნდა გავიდეთ. რა დისკურსია აქამდე? ნაც-ქოცური ხომ? ეს უკვე პოლიტიკურ ტერმინად ჩამოყალიბდა. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი კონფიგურაცია და საზოგადოების წინაშე ისე უნდა წარვდგეთ, რომ ყველა მხრიდან საერთო ღირებულებებისთვის მებრძოლი ადამიანები უნდა გაერთიანდნენ. მარტივად რომ ვთქვათ, მდინარის სხვადასხვა ნაპირზე მყოფი, სხვადასხვა ლიტიკური ბიოგრაფიის მქონე, მათ შორის, შესაძლოა, დაპირისპირებულიც, მაგრამ საერთო ღირებულებებისთვის მებრძოლი ადამიანები უნდა გაერთიანდნენ“, - განაცხადა უგულავამ.