აქტუალური
საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატში მონაწილე კოსოვოს დელეგაციას საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ყოფნის უფლება მიეცემა. ამ მიზნით მთავრობის განკარგულება გამოიცა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.
შეჯიბრი ბათუმში 3-13 აპრილს იმართება.
„განკარგულებაში მითითებულ პირთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა და მათი ძალოსნობაში 2019 წლის ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება არ ნიშნავს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რაიმე ფორმით აღიარებას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
კოსოვოსთვის მსგავსი გამონაკლისები საქართველოში ჩატარებული სხვა სპორტული ღონისძიებების დროსაც იყო დაშვებული.