უცხოეთი
ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობას სენატის სპიკერი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი შეასრულებს

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. დღეიდან ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობებს სენატის სპიკერი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი შეასრულებს. მან ყაზახეთის პარლამენტის ორივე პალატის სხდომაზე ფიცი უკვე დადო.

ტოკაევი ყაზახეთის უფლებამოსილებას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, 2020 წლის აპრილამდე შეასრულებს.

ნურსულთან ნაზარბაევმა ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გუშინ განაცხადა. მან პრეზიდენტის მოვალეობების შემსრულებლად თავისი თანაგუნდელი, კასიმ-ჟომარტ ტოკაევი თავად დაასახელა. თუმცა, ნაზარბაევი დარჩება რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარედ, ასევე მმართველი პარტიის თავმჯდომარედ და საკონსტიტუციო საბჭოს წევრად.

ნაზარბაევის თქმით, ტოკაევი არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება ანდო ქვეყნის მართვა. თავის მხრივ, ტოკაევი გამოვიდა ინიციატივით, რომ ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას გადაერქვას სახელი და ეწოდოს „ნურსულთანი“.

პარლამენტის სპიკერის თქმით, ნაზარბაევი დარჩება ქვეყნის ერთადერთ მუდმივ ხელმძღვანელად, მის აზრს კი, პრიორიტეტული მნიშვნელობა მიენიჭება სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას.

ნურსულთან ნაზარბაევი ქვეყნის მეთაურის თანამდებობას 1990 წლიდან იკავებდა. 2015 წელს ის პრეზიდენტად მეხუთე ვადით აირჩიეს

1tv.ge