საქართველომ და კონგოს რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს ოქმს დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ .
კონგოს მხრიდან ოქმს ხელი მოაწერა ამ სახელმწიფოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროსთან, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რაიმონდ ბალემ, საქართველოს მხრიდან – საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროსთან, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე ლომაიამ.
ხელმოწერის ცერემონიალი ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა.
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა აცნობეს გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნს.
2011 წელს საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები სომალსა და ტუვალუსთანაც დაამყარა.
გაეროს 191 წევრი სახელმწიფოდან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს 149 ქვეყანასთან.