სამართალი
აფხაზეთში აცხადებენ, რომ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება სუიციდის შემთხვევა იყო

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე აცხადებს, რომ გალში საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება სუიციდის შემთხვევა იყო.

უკანონოდ კვეთდა საზღვარს და ამიტომ გააჩერეს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა. ის მიიყვანეს სასაზღვრო სამსახურში, სადაც ახსნა-განმარტებას წერდა. მან სრულიად გაურკვეველ ვითარებაში თავი მოიკლა. ამის დამადასტურებელი კადრებიც არსებობს“, – განაცხადა დაურ კოვემ.

ოკუპირებულ გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. მომხდარზე განცხადება უკვე გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც აღნიშნა: ოკუპირებულ გალის რაიონში მომხდარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის იმ მძიმე და რთული ვითარების გაგრძელებაა, რომელსაც ვერ შევეგუებით“. ამასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ გალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.