აქტუალური
საქინფორმი: საქართველოდან ექსპორტი იანვარ-თებერვალში 13 პროცენტით გაიზარდა

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3,6 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

სტატისტიკური მონაცემებით, ამ პერიოდში ექსპორტი 505 მილიონი დოლარი იყო, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 13,2 პროცენტით მეტი, ხოლო იმპორტი - 1,2 მილიარდი დოლარი, 0,1 პროცენტით მეტი.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-თებერვალში 729,7 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41,9 პროცენტი შეადგინა.