უცხოეთი
აშშ-ის კონგრესმა ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების ამკრძალავი რეზოლუცია მიიღო

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის კონგრესში ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების ამკრძალავი რეზოლუცია მიიღეს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტშიერთხმად დაამტკიცეს წარდგენილი რეზოლუცია სახელწოდებით – „ყირიმის ანექსიის არაღიარება.“

რეზოლუცია თეთრ სახლს უკრძალავს ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ი არ აღიარებს ყირიმის ნახევარკუნძულის, მისი საჰაერო სივრცის და ტერიტორიული წყლების რუსეთისათვის არც დეიურე და არც დეფაქტო მიკუთვნებას.

ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, აშშ-ის პრეზიდენტმა 5 მარტს, 2020 წლის 6 მარტამდე გაახანგრძლივა. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წლის მარტში მოახდინა.

1tv.ge