საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი: არ ვფიქრობ, ბევრი ადამიანი არსებობდეს ისეთი, რომელსაც იმდენი ენერგია და დრო აქვს ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტირებული, რამდენიც მე

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. არ ვფიქრობ, ბევრი ადამიანი არსებობდეს ისეთი, რომელსაც იმდენი ენერგია და დრო აქვს ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტირებული, როგორიც მაქვს მე, პრემიერ-მინისტრის, ფინანსთა მინისტრის თანამდებობებზე თუ „საქართველოს რკინიგზაში“ მუშაობის პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც „თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და ამ საკითხზე შეფასებებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, „თიბისი ბანკი“ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს საფინანსო სექტორისთვის, არამედ ეროვნული ეკონომიკისთვის.

შესაბამისად, ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო იმის მოსმენა, რომ სხვადასხვა, სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები ცდილობენ, ეს საკითხი დააბრუნონ პოლიტიკურ საინფორმაციო ველში, რომელიც, ჩემი შეფასებით, არის სრული უპასუხისმგებლობა და მცდელობა, რომ მოსახლეობამდე რაღაც დამახინჯებული გზით მიიტანონ ეს ინფორმაცია“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისი შეფასებით, სრულიად არასწორად სვამენ აქცენტებს და არის მცდელობა, საკითხი სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ანაკლიის პორტის პროექტსაც დაუკავშირონ.

ხდება სრულიად არასწორი აქცენტების დასმა. უფრო მეტიც, ჩვენ ვიხილეთ, რომ აქვთ მცდელობა, ანაკლიის პროექტიც კი მიაბან ამ საკითხს. რაც შეეხება ანაკლიას, მინდა გულწრფელად და გარკვეული ემოციებით გითხრათ, რომ ისეთი ხალხი აკეთებს განცხადებას, ჩემთვის მართლაც ძალიან რთულია, ემოციების გარეშე შევაფასო ეს ყველაფერი, ვინაიდან არ ვფიქრობ, ბევრი ადამიანი არსებობდეს ისეთი, რომელსაც იმდენი ენერგია და დრო აქვს ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტირებული, როგორიც მაქვს მე, პრემიერ-მინისტრის, ფინანსთა მინისტრის თანამდებობებზე თუსაქართველოს რკინიგზაშიმუშაობის პერიოდში, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ანაკლიის პორტი მისი ხედვისა და სტრატეგიის ნაწილია.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის. უფრო მეტიც, ის გახლავთ ჩემი ხედვის ნაწილი, ჩემი სტრატეგიის ნაწილი, რომ საქართველო გავხადოთ რეგიონალური ჰაბი, მათ შორის ტრანსპორტის, ლოგისტიკის მიმართულებით. ჩვენ ყველა დონეზე ვეცადეთ და მივიღეთ ძალიან ძლიერი შედეგი, რომ ყველა წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი ანაკლიას იხილავს პრიორიტეტულ პროექტად. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ის, რომ ევროკავშირმა პრიორიტეტულ საინვესტიციო გეგმაში ანაკლია ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის პრიორიტეტულ ნუსხაში შეიყვანა. აქედან გამომდინარე, მინდა, ძალიან ლოგიკური კითხვა დავსვა, როგორ შეიძლება, ვინმეს ამის მერე ენა მოუბრუნდეს და განაცხადოს, რომ საქართველოს მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის რეალიზაცია“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე შეფასებით, ეს არის ყველაზე იაფი პოლიტიკური სპეკულაცია, რაც კი ბოლო პერიოდში მოუსმენია და ამავე დროს, სრულიად უპასუხისმგებლო.

თუ ვინმეს აქვს გათვითცნობიერებული, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას და, ამავე დროს, არის პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქე, ის ამის უფლებას თავის თავს ნამდვილად არ მისცემს. შესაბამისად, მრჩება მხოლოდ ერთი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებითეს არის ძალიან იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია და მცდელობა იმისა, რომ საკითხიდან, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა იყოს პროფესიული მსჯელობის საგანი, აქცენტის გადატანა ქვეყნისთვის ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტზე ხდება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, მას ამ საკითხზე ბრიუსელში ვიზიტის დროსაც ჰქონდა საუბარი. მამუკა ბახტაძემ ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

კიდევ ერთხელ მსურს, დავადასტურო, რომ ანაკლიის პორტი არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი მთავრობისთვის. ბრიუსელშიც კიდევ ერთხელ მქონდა ამ საკითხზე საუბარი და მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენ ევროპელ პარტიონიორებს, რომ პროექტი იდენტიფიცირებულია ევროკავშირის პრიორტეტულ საინვესტიციო ნუსხაში. ამავე დროს, მადლობა ყველა საერთაშიროსო ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც განხილავს და ასეთი მაღალი პერსპექტივით უყურებს ამ პროექტს“, – განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილ წერილზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, წერილთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და ნებისმიერი მინისტრი მთავრობის კაბინეტიდან მზად არის, პასუხი გასცეს ნებისმიერ შეკითხვას.

მინდა, შევეხო ამ წერილს. დღეს რომ იყოს პირველი აპრილი, გულწრფელად გამიადვილდებოდა წერილზე განმარტების გაკეთება და შეიძლება ისიც მეთქვა, გიორგი გახარიამ ჩემთან დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩაწერა მათ შორის ის, რომარტარეასთანერთად ითხოვდა რომელიმე მუსიკალური არხისგან ანრაგბი ტვ“-სგან სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. გიორგი გახარიამაც დაადასტურა და მეც, როგორც მთავრობის მეთაურმა მინდა, დავადასტურო, რომ ნებისმიერი მინისტრი ჩემი კაბინეტიდან ყოველთვის მზად არის, გასცეს პასუხი ნებისმიერ კითხვებს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება საქართველოს პარლამენტში თუ საგამოძიებო ორგანოებთან. რაც შეეხება იმას, რაც წავიკითხეთ ყველა მედიის მეშვეობით, ამ წერილის შინაარსი, გამიჭირდება სერიოზული კომენტარი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეკითხვაზე - ბიზნესმენები დღეს აცხადებენ, რომ ისინი განიცდიან ზეწოლას და როგორ შეაფასებდა ამ ფაქტს - მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია ობიექტური კრიტერიუმები, რადგან შეფასებებში ხშრად იმის პოლიტიკურად მოტივირებული და დამახინჯებული ფაქტები.

ვხედავთ, რომ შეფასებებში ჩვენ ხშირად ვისმენთ პოლიტიკურად მოტივირებულ და დამახინჯებულ ფაქტებს. საქართველოს თითოეული მოქალაქის წარმატებაა, რომ საქართველოს მოიაზრებენ მსოფლიო ლიდერად და მე დავასახელედუინგ ბიზნესშიმეექვსე ადგილი. მე ბევრი სხვა რეიტინგი შემიძლია მოგიტანოთ ამისთვის, რომელიც არის კვლევებზე და ობიექტურ გარემოებებზე დაყრდნობით შედგენილი. ჩემთვის რეიტინგებსაც შინაარსობრივად დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის მექანიზმი, რათა დავძლიოთ საქართველოში არსებული ეკონომიკური პრობლემები და გამოწვევები, ამიტომ აქვს ამ რეიტინგებს დიდი მნიშვნელობა. ამავე დროს აქვს მნიშვნელობა, რადგან ეს არის ობიექტური კრიტერიუმი და არა ის, თუ ვიღაცა განცხადებას გააკეთებს, ხშირ შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.