პოლიტიკა
ბურჯანაძე: „რევოლუცია გარდაუვალია“

burjika„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, იგი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ „საქართველოში აუცილებლად განვითარდება მოვლენები, სამწუხაროდ, რევოლუციური სცენარით“.

„სააკაშვილი სხვა სცენარის შესაძლებლობას, უბრალოდ, არ ტოვებს,“ – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს იყოს მშვიდობიანი რევოლუცია. და რაც მეტი ადამიანი იქნება ქუჩაში, მით მეტი გარანტიაა იმისა, რომ ეს რევოლუცია ნამდვილად მშვიდობიანი იქნება და სააკაშვილი ვერ გაბედავს საკუთარ ხალხზე ხელის აღმართვას“, – დასძინა მან.