სამართალი
ხაზარაძის მიერ წარმოდგენილ, პრინტერზე დაბეჭდილ ე.წ. დოკუმენტს მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ გააჩნია - გენპროკურატურა

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა, – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ხაზარაძემ არ დაასახელა შუამავლის ვინაობა, ვინც მას, როგორც ამბობს, წერილი გადასცა.

საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-3 ნაწილისქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

2019 წლის 4 მარტს ამ საქმის ერთ-ერთმა ცენტრალურმა ფიგურანტმა მამუკა ხაზარაძემ, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის შემცველი წერილი.

მამუკა ხაზარაძის აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პროკურატურის მხრიდან მოჰყვა მყისიერი სამართლებრივი რეაგირება და იგი დაუყოვნებლივ იქნა გამოსაკითხად გამოძახებული პროკურატურაში, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, რის გამოც 2019 წლის 5 მარტს იგი მოწმის სახით დამატებით დაიკითხა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი .. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა და სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ .. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც მას ეს .. წერილი, მისი სიტყვების თანახმად, გადასცა“, – აღნიშნა პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, გამოძიება ამ ეტაპზე მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შემოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას, რადგან ვერც დოკუმენტის ავთენტურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაჰკითხავს მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო.

ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოში მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა და, ასევე, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სასამართლოში დაკითხვისას მამუკა ხაზარაძემ გამოძიებასთან სრულყოფილად არ ითანამშრომლა.