პუბლიკაციები
ირაკლი ღარიბაშვილი: როდესაც გაქვს პრეტენზია, რომ ხარ გონიერი მმართველი, არ უნდა შემოუძღვე რუსულ ჯარს!

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. თიბისი ბანკმა ანაკლიის პორტის პროექტი, როგორც მახსოვს 2016 წელს მოიგეს ეს ტენდერი. გადაამოწმონ, რატომ მოხდა ვადების დარღვევა და რატომ არ დაიწყო ამ პორტის მშენებლობა, ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია ქართული ოცინების პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია ,,პირველი ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტები ჟურნალისტებმა უნდა დაინტერესდნენ, რა მიზეზით ვერ მოხერხდა სამი წლის განმავლოაბში პროექტის დაწყება. ხომ არ იყო საქმე, პრობლემა იმასთან, რომ უბრალოდ დაფინანსება მათ ვერ მოიპოვეს თავის დროზე, ან უბრალოდ არ იყო დაფინანსებადი პროექტი. მე არ ვიცი, ამით დაინტერესდნენ ექსპერტები. თუ პირობითად, ჰიპოტეტურად წარმოიდგინეთ, რომ ივანიშვილს აინტერესებდა ეს პორტი, ვინ დაუშლიდა ამ პორტის პროექტში ჩართულობას? ვერავინ. მისი ფინანსური რესურსებიც საქართველოში მცხოვრები ყველა რესურსს აღემატება. მეორე მხრივ, სხვა რა პრობლემა უნდა ყოფილიყო?! უფრო მეტი გარანტია, თუნდაც უცხოელი ინვესტორებისთვის, რა იქნებოდა, რომ ყოფილიყო ბატონი ივანიშვილი ჩართული ამ პროექტში. ეს პროცესი იყო აბსოლუტურად თავისუფალი, მიშვებული და გამჭვირვალე, არავინ არ ჩაერია ამ პროექტში. გავიდა სამი წელი, პორტი აშენდა? მე კითხვას ვსვამ, აშენდა პორტი? არა! მეორე საკითხია, სახელმწიფოს კონტრიბუცია რამდენია პორტში, 200 მილიონამდე კერძო პროექტის მიმართ, გარდა მხარდაჭერისა.  მითხარით ახლა თქვენ, რა მიიღო კონკრეტულმა ბიზნესმენმა, ამ შემთხვევაში ბატონმა ხაზარაძემ მთავრობისგან? როგორ ფიქრობთ, თქვენ გაპატიებდნენ 17 მილიონი დოლარის ოპერაციის ასეთ ფორმებში ჩატარებას? არავინ არ გაპატიებდათ არც თქვენ არც მე და არავის, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არ ვიცი, ვინ რა იხეირა, მაგრამ გეტყვით, რომ რამდენიმე ადამიანთან აღარ მაქვს საერთოდ ურთიერთობა და ჩემს სახლში აღარ მოდიან“,  – ამის შესახებ მმართველ პარტიაში დაბრუნებულმა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მისი პრემიერობის დროს ნეპოტიზმის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ტელეკომპანია ,,პირველისეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ ნათესავური კავშირებით ბოროტად სარგებლოს ზოგიერთი ადამიანი, ამაზე ღიად უსაუბრია „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსაც.

როდესაც კითხვები დაისვა ნათესავებთან დაკავშირებით, მაშინ საფუძველი იყო. ქართველები ვართ, ყველას გვიყვარს ჩვენი ნათესავები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერს იდეალურად ვერ დააორგანიზებ. ვიღაც ნათესავმა ისარგებლა, ბოროტად გამოიყენა რაღაც მდგომარეობა, შეიძლება ვიღაცამ გადააჭარბა. ეს ყველაფერი ხდება და ამაზე ღიად უსაუბრია ბიძინა ივანიშვილსაც და ყველას.

ზოგადად, ეს არ არის უცხო თემა, რომ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, ცდილობენ, რამენაირად იხეირონ. არ ვიცი, ვინ რა იხეირა, მაგრამ გეტყვით, რომ რამდენიმე ადამიანთან აღარ მაქვს საერთოდ ურთიერთობა და ჩემს სახლში აღარ მოდიან. ეს ჩემი პირადულია. რაც იყო მაშინ, მე თავად გავასწორე ყველაფერი, გავწიე ის ადამიანები, ვინც გასაწევი იყო, თუმცა დროში არ ემთხვევა ჩემი წასვლა და ეს ყველაფერი. მანამდე იყო, ერთი წლით ადრე ეს ხმაური და კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემი წამოსვლა ერთი წლის თავზე მოხდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, არ ვაპირებ ახლა პარლამენტში შესვლას, მთაწმინდაზე არ ვაპირებ კენჭისყრას. პარტიაში იმიტომ მოვედი, რომ გარკვეული როლი შევასრულო და წვლილი შევიტანო ამ პარტიის გაძლიერებაში, ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა. მეძლევა საშუალება, კარგი საქმე გავაკეთო ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენი პარტია იძლევა შესაძლებლობას, რომ კარი გავუხსნათ, მათ შორის ახალ წევრებს, ახალგაზრდებს, ნიჭიერ ახალგაზრდებს და მოხდეს ამ ყველაფრისთვის ახალი ენერგიის მიცემა. კარის გახსნაში მე ასევე ვგულისხმობ იმას, რომ პარტიის შიგნით არსებობს რესურსი, რომლეიც არის გამოუყენებელი, ამ ადამიანების გამოყენება არის აუცილებელი და მათი დაწინაურება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების, როგორც პოლიტიკური პარტიის გამარჯვება იყო აბსოლუტურად შეუძლებელი და წარმოუდგენელი, ეს ყველას უნდა ახსოვდეს, – ამის შესახებ მმართველ პარტიაში დაბრუნებულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება” არ იარსებებდა და ვერ შეიცვლებოდა სააკაშვილის რეჟიმი. ჯერ ერთი –  ეს პარტია არ იარსებებდა და მეორე  რომ არ ყოფილიყო ლიდერი გამაერთიანებელი პროცესების, რა თქმა უნდა, ვერ შეიცვლებოდა სააკაშვილის რეჟიმი. ეს ყველას უნდა ახსოვდეს, ვინც არის პარტიის წევრი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მართალია, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება მოხდა ხალხის მეშვეობით, თუმცა ხალხს სჭირდებოდა ლიდერი.

რა თქმა უნდა, ეს მოხდა ჩვენი ხალხის მეშვეობით, მაგრამ ხალხს ყოველთვის სჭირდება ლიდერი. ლიდერი, რომელიც გააერთიანებს და კონსოლიდაციას გაუკეთებს პოლიტიკურ პროცესებს. ეს ლიდერი იყო, არის და იქნება ბიძინა ივანიშვილი, რომლის თაოსნობით მთელ ამ პროცესებს გაუკეთდა ორგანიზება. მართლაც შეუძლებელი შევძელით ჩვენ ყველამ ერთად, რა თქმა უნდა, ხალხთან ერთად. ჩვენ მაშინ ხალხს მივეცით დაპირებები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს, ვიდრე იყო 2012 წელს. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც პარტიის თავმჯდომარეს აქვს და ჩვენ ყველანი ერთხმად ვიზიარებთ ამ გეგმას. მისი მთავარი მიზანი და ზოგადად, ჩვენი დაბრუნების მიზანი არის, პარტია გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე იყო, ჩვენი ყველა ის დაპირება, რომელიც მივეცით მოსახლეობას, პირნათლად შევასრულოთ და ვიყოთ აბსოლუტურად პირნათელი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე. მეშვიდე წლის თავზე ძალიან გვიანი ხომ არ არის? – არა არის გვიან, არასოდეს არ არის გვიან.

მინდაქრონოლოგიურად გავყვე უბრალოდ მთელ ამ პროცესს, როგორ ვითარდებოდა მთელი ეს მოვლენები. მოდით, თქვენთან ერთად უბრალოდ ანალიზი გავუკეთოთ, მოკლედ შევაჯამოთ მთელი ეს განვლილი პერიოდი. მოგეხსენებათ, რომ 2011 წელს, მაშინ როცა ბიძინა ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში, მე ვიყავი ჩართული პირველივე დღიდან, და ასევე პარტიის სხვა წევრებიც, ჩვენ მართლაც ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ, და რა თქმა უნდა, ეს უნდა აღინიშნოს ყოველთვის ხაზგასმით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩემი და კახა კალაძის დაპირისპირებაზე ჭორებს არავითარი საფუძველი არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კახა კალაძესთან მეგობრობს.

ჩვენი საერთო მტრები, ჩვენი პარტიისა და ხელისუფლების, თუნდაც ჩემი და იგივე, ​კახასი ყოველთვის ასეთ რაღაცებს ეძებენ და მანიპულირებენ. ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაციული თემები, აბსოლუტურად მოგონილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავითარ საფუძველი არ აქვს ამ ჭორებს. მე და კახა მოვდივართ 2011 წლიდან, მინდა ეს ყველამ კარგად გაიგოს და ჩვენ ერთად გავიარეთ ისეთი პერიოდი, ასეთი ბევრი ადამიანი არ მოიძებნება დღეს პარტიაში. ჩვენ ძალიან ახლო მეგობრობაც გვაქვს. რაც წამოვედი თანამდებობიდან, არ გაგვიწყვეტია ურთიერთობა. შეიძლება, არაპოლიტიკური, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს.

მინდა, რეზიუმე გავაკეთო და ეს თემა ერთხელ და სამუდამოდ დავხურო, წერტილი დავუსვა. რაზე უნდა ყოფილიყო დაპირისპირება? არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა არც პარტიის შიგნით და არც მით უმეტეს, მთავრობაში. შევახსენებ ყველას, რომ ვიყავი პარტიის თავმჯდომარე ​​და პრემიერ-მინისტრი და ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, მქონდა ყველაზე მეტი ძალაუფლება, არც ერთ პრემიერ-მინისტრს სააკაშვილის დროს ასეთი ძალაუფლება არ ქონია. აქედან გამომდინარე, არავისთან მქონდა საჭიდაო, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როდესაც გაქვს პრეტენზია, რომ ხარ გონიერი მმართველი, არ უნდა შემოუძღვე რუსულ ჯარს! - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. ღარიბაშვილმა გაიხსენა, რომ ძალიან რთული პერიოდი იყო 2012 წელი.

როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, 2013 წელი იყო, ჯერ კიდევ სააკაშვილი იყო პრეზიდენტი და ყველამ ერთად ურთულესი გზა გავიარეთ. მაშინ გახლდით მინისტრი. მთელი ეს გამოწვევები, მთელი ეს მოლოდინები იყო ძალიან გონივრულად სამართავი და სახელმწიფოებრივად სამართავი.

ბიძინა ივანიშვილის თავდაპირველი გზავნილი იყო, რომ სურდა, ხალხი გაეერთიანებინა, ყველას პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო. ის არ დაყოფდა საზოგადოებას არცნაციონალებად“, არცოცნების“ მიმდევრებად და .. მისი ეს გზავნილი და მისი ეს სუპერჰუმანური ​​სურვილი, მოწოდება ბევრისთვის დაუჯერებელი იყომაგალითად, მე არ მჯეროდა, რომ შეიძლებოდა ისეთი ადამიანების გამოსწორება, როგორიც არის სააკაშვილი ან სხვა ასე ვთქვათ, სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები. ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები იმ აზრზე, რომ ამ ადამიანების გამოსწორება, გაკეთილშობილება და სახელმწიფო სამსახურში ჩაყენება არის პრაქტიკულად შეუძლებელი. ისინი წლების განმავლობაში ჩვენს ხალხს ჩაგრავდნენ და ჩვენს ქვეყანას მოუტანეს ძალიან დიდი განსაცდელი. ძალიან ბევრი პრობლემა დაგვიტოვეს, იგივე ომი, რომელზეც უბრალოდ, აღარ ვსაუბრობთ. ნებისმიერ ქვეყანაში, ნორმალურ სახელმწიფოში არცერთ ხელისუფლებას, რომლის პირობებშიც ქვეყანა დაკარგავდა ტერიტორიებს, ასობით სოფლებს, მოქალაქეები დაიხოცებოდნენ, მათ უბრალოდ არათუ პოლიტიკაში ყოფნის უფლება აღარ ექნებოდათ, არამედ, არ გამოვრიცხავ, რიგ შემთხვევაში ყოფილიყო მათი პასუხისმგებლობის საკითხი დაყენებული.

როდესაც გაქვს პრეტენზია, რომ ხარ გონიერი მმართველი, შენ სახელმწიფოს მართავ და შენ ხალხზე ზრუნავ, და იღებ პასუხისმგებლობას შენს ხალხზე, უნდა იყო ვალდებული, დაიცვა შენი მოქალაქეები და შენი სახელმწიფო. შენ არ უნდა დაკარგო შენი სახელმწიფოს ტერიტორიები. შენ თავიდან უნდა აიცილო ისეთი განსაცდელი, როგორიც არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და არ უნდა შემოუძღვე რუსულ ჯარს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მმართველობისას მივიღეთ ხელახალი ოკუპაცია. ეს შედეგია და საზოგადოება ამას ძალიან კარგად აცნობიერებს. ჩვენი შეხსენება ამას არ სჭირდება. რა თქმა უნდა, ომი დაიწყო რუსეთმა, ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვერ დავიწყებდით ომს, მაგრამ ვამბობ, იქამდე როგორ მივედით. როგორ მივიდა სააკაშვილი, როგორ მართეს მათმა გუნდმა დღეს რომ ჯერ კიდევ აქვთ პრეტენზია დაბრუნების. მე ამ კონტექტსში შევეხე ამ თემას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობადღეს ბედავს, ლაპარაკობს სასამართლოზე, პროცესი კი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, არის გზა სასამართლო სისტემის საბოლოო დამოუკიდებლობამდე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ღირებულებები, რომლებმაც „ქართული ოცნება“ გააერთიანა,  არსად წასულა.“ჩვენ ვართ ერთგული იმ ღირებულებების, რითაც მოვედით ხელისუფლებაში. იდეალური სისტემა არ არსებობს. იდეალური ხელისუფლება, მმართველი არ არსებობს და არც იარსებებს. ჩემი პოზიცია რა არის, გულწრფელად მინდა თქვენი ეთერით მივმართო ჩვენი გუნდიდან წასულებს, ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელია პროცესები, რაც განვითარდა. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დალაგდება. ჩვენი მთავარი ამოცანაა გუნდის კონსოლიდაცია გაძლიერება, გუნდის დალაგება და სიტუაციის დაწყნარება. ძალიან აუხსნელია ჩემთვის ეკა ბესელიას ქმედებები. ისეთი განცდა დამრჩა, რომ მთლად თავისუფალი არ არის, ან რაღაცაშია პრობლემა. მე გიზიარებთ ჩემს განცდებს. აღარ მაქვს კომუნიკაცია ეკასთან, დღეს მქონდა მიმოწერა. მომწერა, რომ მიესალმება ჩემს მობრუნებას. მაქვს განცდა, რომ ეკა ბესელია შეიძლება იყოს ვიღაცის იარაღი. როდესაც აყენებ მოთხოვნას, რომ გინდა იდეალური იყოს ყველაფერი, არ იქნება იდეალური, არც ერთი მთავრობა და პარტია არ იქნება იდეალური“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, პარტიაში მიმდინარე პროცესები პარტიაში უნდა დარჩეს, არ შეიძლება პარტიაში განხილული თემები გამოიტანო გარეთ და შენი მტრის წისქვილზე დაასხა წყალი. ეკა ბესელია ბოლომდე ძალიან ერთგულად იდგა ჩვენი გუნდის სადარაჯოზე. ჩემთვის მტკივნეულია პროცესი, რაც დაიწყო. ძალიან გული დამწყდა, რომ ასე განვითარდა პროცესები. ეს არ არის ტრაგედია ჩვენი პარტიისთვის, ჩვენ გვაქვს სხვა გეგმები, რომელსაც ძალიან მალე იხილავთ. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ბედავს და სასამართლოზე ლაპარაკობს. საუბრობენ, თითქოს ვინმეს კუთვნილებაშია სასამართლო. პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, ეს არის გზა სასამართლო სისტემის საბოლოო დამოუკიდებლობამდე. ამას სჭირდება დრო. 100 საქმიდან, თუ ორ-სამ საქმეს დამისახელებთ, რომ აქ პრობლემა გაქვს, მაშინ ძალიან მაგარი მთავრობა ყოფილა ამ მიმართულებითნუთუ ჩვენს ოპონენტებს არ ახსოვთ, რა მდგომარეობაში იყო ხალხი, 300 ათასი პრობაციონერი და მთელი სისტემა რაც იყო შემქნილი. სასამართლო საერთოდ არ არსებობდა, ეს იყო ნოტარიული დაწესებულება. დღეს გადახედეთ სტატისტიკასგამამართლებელ-გამამტყუნებელგადაწყვეტილებებს, ყველა მიმართულებით გვაქვს პროგრესი, თუმცა მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი არის იდეალური, მაგრამ ჩვენი მივდივართ წინ და პროგრესი არის ხელშესახები. თუ რომელიმე მოსამართლეზე იქნება კითხვები, ჩემი პოზიციაა ასეთი –  კეთილი უნდა ინებოს ყველამ, ვინც არ უნდა იყოს, საზოგადოებას აუხსნან ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ეს არის ორკესტრირებული, დესტრუქციული ოპოზიციური პარტიის მიერ, მათი რამდენიმე სატელიტი არასამთავრობოების მიერ და ვიღაც სუბიექტების ჩართულობა იკვეთება ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, 2013 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან აფელირებული არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ მოთხოვდნენ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას, დღეს იგივე ადამიანები აპროტესტებენ ამას. საქმე გვაქვს იმასთან, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი შტო ჩამოშალონ და ქაოსი შეიტანონ ამ სისტემაში. ეს ყველაფერი მიდის ერთი მიზნისაკენ, რომ დაასუსტონქართული ოცნების“ ხელისუფლება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც დავტოვე თანამდებობა და არ დაგიმალავთ, რომ ჩემი გული და გონება ყოველთვის იყო კონცენტრირებული პროცესებზე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში გარკვეული პრობლემები შეიქმნა. საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც დავტოვე თანამდებობა და არ დაგიმალავთ, რომ ჩემი გული და გონება ყოველთვის იყო კონცენტრირებული პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობდა ქვეყანაში. მე ვღელავდი, რადგან გარკვეული პრობლემები ჩამოყალიბდა ამ პერიოდის განმავლობაში, რაზეც პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა, რის გამოც ის დაბრუნდა პოლიტიკაში და მეც პრინციპში შემიძლია ვთქვა იგივე, ეს არის ის პრობლემები და მიზეზები. რის გამოც დავბრუნდი პოლიტიკაშივფიქრობ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გამოსვლაში მკაფიოდ ჩამოაყალიბა მიზეზები ჯერ კიდევ თვეების წინ, როცა შემობრუნდა პოლიტიკაში. ბუნებრივია, ყველაფერი კარგად რომ წასულიყო, ის ალბათ არ მობრუნდებოდა ასევე მეც“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს მთავარი მიზანია პარტიის გაერთიანება და გაძლიერება. ჩემი ერთ-ერთ მთავარი მისია იქნება პარტიის თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად ჩვენი პარტიის, როგორც დამფუძნებლების ანუ წინა მოწვევის პარლამენტის წევრები, ჩვენი პირველი თაობის თანაპარტიელების, ასევე ახალი თაობის შეკავშირება უფრო მჭიდროდ, უფრო მეტი კოორდინაცია და გაერთიანება და გაძლიერება ჩვენი პარტიის. ეს იქნება ჩემი მთავარი მისია და მთავარი ამოცანა, რაზეც მე ვიმუშავებ პარტიის სხვა წევრებთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: 1tv.ge