აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტი ერევანს მარტში ეწვევა

 საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მარტში ეწვევა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

ეს არის სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი სომხეთში პრეზიდენტის რანგში. რეგიონული ვოიაჟი მან აზერბაიჯანით დაიწყო.

წლის დასაწყისიდან საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტებით იმყოფებოდა ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავღანეთსა და აზერბაიჯანში.

საქართველოს და სომხეთის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. იმ დროიდან ქვეყნები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.