უცხოეთი
ჯონ ბოლტონის განცხადებით, აშშ პასუხს გასცემს თუ ვენესუელას ხელისუფლება ხუან გუაიდოს დააკავებს

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრზიდენტის თანაშემწის ჯონ ბოლტონის განცხადებით, აშშ პასუხს გასცემს თუ ვენესუელას ხელისუფლება ხუან გუაიდოს დააკავებს.

„დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ ვენესუელაში აპირებს დაბრუნებას. ნებისმიერ მუქარას ან ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მის დაბრუნებას, აშშ-სა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მტკიცე და მნიშვნელოვანი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა ჯონ ბოლტონმა.

შეგახსენებთ, რომ ხუან გუაიდო ვიზიტით იმყოფებოდა რეგიონის ქვეყნებში და განაცხადა, რომ დღეს ვენესუელაში ბრუნდება. მანამდე ვენესუელას უზენაესმა სასამართლომ მას ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

interpressnews.ge