უცხოეთი
უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ანატოლი გრიცენკო მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას ჰპირდება

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. უკრაინის პარტია „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი ანატოლი გრიცენკო ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას ჰპირდება.

გრიცენკოს თქმით, სააკაშვილს მოქალაქეობას აღუდგენს, თუკი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს და სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას მოისურვებს. ამის შესახებ გრიცენკომ ადგილობრივ რადიო „ენვეს“ განუცხადა.

„ვფიქრობ, სააკაშვილს უხეშად, უკანონოდ მოექცნენ. სახელმწიფომ მარტივად არ უნდა მისცეს და წაართვას პასპორტი ადამიანს. თუმცა, უკრაინის მოქალაქეობის აღდგენა სააკაშვილის სურვილი უნდა იყოს“, – განაცხადა გრიცენკომ.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წელს ჩამოერთვა.

1tv.ge