პოლიტიკა
„ტროას ცხენი“ - რუსეთში აშშ-ის ახალი სამხედრო სტრატეგიის შესახებ შეიტყვეს

 საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. „პენტაგონი შეუდგა საომარი მოქმედებების წარმოების ახალი სტრატეგიის - „ტროას ცხენის“ შემუშავებას, რომლის არსი მდგომარეობს ვითარების დესტაბილიზაციისთვის „მეხუთე კოლონის“ საპროტესტო პოტენციალის აქტიურ გამოყენებაში და, ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტებისთვის ზეზუსტი იარაღით დარტყმების მიყენებაში“, - განაცხადა რფ-ის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, არმიის გენერალმა ვალერი გერასიმოვმა სამხედრო სტრატეგიის განვითარებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე,

რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, მსგავსი სცენარი განვითარდა ერაყში, ლიბიაში და უკრაინაში, ახლა კი ვენესუელაში შეინიშნება.

„რუსეთის ფედერაცია ნებისმიერი ამ სტრატეგიის თავიდან ასარიდებლად მზად არის, - აღნიშნა გერასიმოვმა, - ჩვენი პასუხის საფუძველია აქტიური თავდაცვის სტრატეგია, რომელიც, რუსეთის სამხედრო დოქტრინის თავდაცვითი ხასიათის გათვალისწინებით, გულისხმობს სახელმწიფოს უშიშროებისათვის საფრთხეების შექმნის წინმსწრები ნეიტრალიზაციისთვის ღონისძიებათა კომპლექსის ჩატარებას“.