„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ–ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი სავაჭრო ქსელ „ნუგეშს“ „ელიტური კორუფციის გამოვლინებად“ აფასებს. დღეს, 3 მარტს, გამართულ ბრიფინგზე ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ის და მისი პარტია ელიტური კორუფციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას მომავალშიც გააგრძელებენ.
ვეკითხებით თბილისის მერს: მაშინ, როდესაც ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს ჯიხურებს უნგრევდა, ვინ როდის და რა ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით გადაწყვიტა, ადამიანების სხვა ჯგუფისათვის მათ ნაცვლად იმავე ტერიტორიაზე საქმიანობის უფლება მიეცა?! რომელი კონკურსის შედეგად გადაწყდა „ნუგეშის“ მიერ შემოთავაზებული ჯიხურის თავსებადობა თბილისის იერსახესთან?! იქნებ აუხსნათ საზოგადოებას, რას ეფუძნება ექსკლუზიური პრივილეგია, რომელიც „ნუგეშმა“ მოიპოვა და იმედები პროდუქციის სიიაფის გარდაუვალობის შესახებ?“, – განაცხადა ხიდაშელმა და თბილისის მერ გიგი უგულავას ამ კითხვებზე პასუხების გაცემისთვის თავის არიდების შემთხვევაში „კორუფციული სქემის დეტალების საზოგადოებაში გავრცელებას“ დაჰპირდა.