მალაიზიაში დაკავებული ქართველი ქალების საქმის განხილვამ ქვეყნის უმაღლეს ინსტანციაში, კოტა კინაბალუში განთავსებულ უზენაეს სასამართლოში, გადაინაცვლა. ამ ინფორმაციას მალაიზიური პრესა ავრცელებს.
ქიმიკოსების დასკვნის მიხედვით, აღმოჩენილი ნარკოტიკული ნივთიერებების წონა 1 კილოგრამსა და 710 გრამს შეადგენს, ნაცვლად საქმეში ნაჩვენები 5,5 კილოგრამისა.
ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით, გორდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის „ბ“ პუნქტით აქვს წაყენებული, რაც, 1952 წელს მიღებული კონვენციით, სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
პარალელურად, სასამართლომ უკვე განიხილა 3 სხვა დაკავებული ქალის საქმე მცირე ოდენობით ნარკოტიკის ტრეფიკზე, რომელთაც 5 000 დოლარის ოდენობით ჯარიმა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ, 4 მარტს, გაიმართება.
ცნობილია, რომ ბაბუცა გორდაძე და დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიაში გასული წლის შემოდგომაზე ნარკოტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს.