უცხოეთი
სომხეთის მთავრობის შენობაში ხანძარია

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. ერევანში, სომხეთის მთავრობის შენობაში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია ექვსი სახანძრო ბრიგადა.

ქვეყნის საგანაგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარს სირთულით მეორე კატეგორია აქვს მინიჭებული.

როგორც უწყების სპეციალურ განცხადებაშია აღნიშნული, უკვე დაიწყო მუშაობა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ანტიკრიზისულმა ცენტრმაც.

1tv.ge