პოლიტიკა
პარლამენტარებმა გედევან ფოფხაძემ, ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი აღარ ირიცხებიან პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს რიგებში. ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური იუწყება.

ეკა ბესელიამ პარტიის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. პარტიიდან გასვლის შესახებ საჯაროდ განაცხადეს ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. ისინი პარტიის რიგებში აღარ ირიცხებიან“, – აცხადებენ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურში.