უცხოეთი
ვენესუელას არმია დროებითი პრეზიდენტის ბრძანებებს არ ემორჩილება - საზღვარი ისევ ჩაკეტილია

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. ვენესუელას არმია დროებითი პრეზიდენტის ბრძანებებს არ ემორჩილება.

მიუხედავად იმისა, რომ ხუან გუაიდომ ქვეყნის მთავარსარდლის რანგში ჯარს საზღვრების გახსნა და ჰუმანიტარული ტვირთის გატარება უბრძანა, ბრაზილიის საზღვარი მათ ამ დრომდე ჩაკეტილი აქვთ.

საგუშაგოების დახურვა ამ ტერიტორიაზე სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი უკვე გახდა.

ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში ხალხმა საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთზე კონტროლის დამყარება სცადა, რა დროსაც მათ ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს. სროლის დროს დაიღუპა 2 ადამიანი, 14 კი მძიმედ დაიჭრა.

rustavi2.ge