აქტუალური
„თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. თიბისი ბანკი ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას – მილიონ ლარს გადაიხდის. ამის შესახებ ლაპარაკია განცხადებაში, რომელიც ბანკის ოფიციალურ გვერდსა და ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „თიბისი ბანკი“ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ ყველა სამართლებრივ დავას წყვეტს.

„თიბისი ბანკმა“ იანვარში დაადასტურა, რომ ეროვნულმა ბანკმა მილიონი ლარით დააჯარიმა. ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ჯარიმა უკვე გასაჩივრებულია და სასამართლომ მისი გადახდის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. „თიბისი ჯგუფმა“ ინგლისურ ენაზე განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც გენერალურ პროკურატურაში დაადასტურეს ინფორმაცია, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში შპს სამგორი თრეიდმა და შპს სამგორი ემმა“ „თიბისი ბანკისგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაცთიბისი ბანკმასაბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოსთიბისი ბანკმააღნიშნული სესხები საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ შპსსამგორი თრეიდისადა შპსსამგორი ემისვალი.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმათიბისი ბანკისსამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკისაქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ლონდონში „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.