პუბლიკაციები
საქართველოში დასაბრუნებლად სააკაშვილი ეცდება, სომხები და აზერბაიჯანელები ერთმანეთს წაჰკიდოს?! - საქინფორმი

 საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. სამი აზერბაიჯანელი ტურისტი შევიდა საქართველოში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის საკათედრო ტაძარში - მთავარ სომხურ ეკლესიაში ძველი თბილისის გულში - მაიდანზე, სადაც ერთმანეთისაგან რამდენიმე ნაბიჯში მდებარეობს საქართველოს მთავარი მეჩეთი და მთავარი სინაგოგა, კათოლიკური ეკლესია და მთავარი ქართული ეკლესიები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენციასთან ერთად. ისინი ღვთისმსახურების დროს შევიდნენ, ვიდეოს იღებდნენ, სომხებს ლანძღავდნენ, მერე კი ეკლესიის ეზოში სომხეთის დროშას ფეხქვეშ თელავდნენ, აფურთხებდნენ, ბოლოს კი - დაწვეს.

ამ ამბავში ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ ირგვლივ მყოფ არც ერთ სომეხს - მლოცველებს, მღვდლებს, გამვლელებს - მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენიათ! მომავლისთვის დაბეჯითებით ვთხოვ აზერბაიჯანელ ტურისტებს: სომხებთან საქმე ყარაბაღში გაარჩიეთ, იქ ისინი ნაკლებად ტოლერანტულები არიან, ვიდრე თბილისში - მეგობრობისა და სიყვარულის დედაქალაქში, და არა „შარლი ებდოს“ სტილის ბინძური პროვოკაციების! თბილისის მაიდანი კიევის მაიდანად არ გადაიქცევა, დაიმახსოვრეთ ეს, ბატონებო! ჩამოდით ჩვენთან სტუმრად და კარგად დაისვენეთ, როგორც ყოველთვის, მაგრამ - პოლიტიკის გარეშე!

კიდევ ერთი რამ გვაოცებს - რატომ დუმან აქამდე ქართული სამართალდამცველი ორგანოები, აგრეთვე ევროატლანტიკური ქართველები - რატომ არ ამბობენ, რომ ეს ФСБ-ელები და ГРУ-ელები იყვნენ? აი, ისინი, ვინც სკრიპალი მოწამლა და ვისაც საქართველოში სომხურ-აზერბაიჯანული ხოცვა-ჟლეტის გამოწვევა სურდა, რათა ამ საბაბით მოეხდინა სომხებით დასახლებული „აღშფოთებისაგან აფეთქებული“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ანექსია?! სადაც ორიოდე კვირის წინ სომხეთის ელჩმა „ყარაბაღის ომის გმირის“ ძეგლი გახსნა...

შემთხვევითია თუ არა ერთმანეთის მიყოლებით მომხდარი ეს ორი ფაქტი? თუ ვიღაცას მოსვენებას არ აძლევს მშვიდობა მრავალეროვან საქართველოში?! მაგალითად - სააკაშვილს, რომელიც საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობს იმისთვის, რომ თბილისში დაბრუნდეს და ახალი „ვარდების რევოლუცია“ მოაწყოს ხელისუფლების დამხობის მიზნით?