უცხოეთი
დონალდ ტრამპი - ყალბი და კორუმპირებული მედია ხალხის მტერია

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ მედიას აკრიტიკებს.

„ყალბი და კორუმპირებული მედია ხალხის მტერია!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

აშშ-ის პრეზიდენტის უკმაყოფილება ტელეკომპანია „ენ ბი სი“-ს იუმორისტულმა გადაცემა „შაბათის ღამის შოუმ“ გამოიწვია, რომელმაც დონალდ ტრამპის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადა.

ვიდეორგოლში ტრამპის პაროდიას მსახიობი ალეკ ბოლდუინი ასრულებს.

დონალდ ტრამპის თქმით, „ენ ბი სი“-ს მსგავსი სატელევიზიო ქსელების შოუები რესპუბლიკელებზე თავდასხმითაა დაკავებული. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, საკითხავი ის არის, როგორ უნდა დარჩეს ეს ანგარიშსწორების გარეშე.

„ეს უსამართლობაა და უნდა იქნას შესწავლილი. ეს არის ნამდვილი შეთქმულება“, – წერს დონალდ ტრამპი.

1tv.ge