სამართალი
გიორგი გახარია: „TBC ბანკი არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს“

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. სასტუმრო "თბილისი მარიოტში" შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ფუნქციების გაზრდის შესახებ პრეზენტაციის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ეს გახლავთ მარეგულირებლის მიერ ფინანსური ბაზრის რეგულაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება და მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ მეკითხებით, როგორც ყოფილ ბიზნეს ომბუდსმენსრა თქმა უნდა გიპასუხებთ, რომ TBC ბანკი არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს. არ არსებობს დღეს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთესად ესმის TBC ბანკის ფინანსური სისტემისთვის მნიშვნელობა, ვიდრე რეგულატორს, ამიტომ აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იქნება, მით უმეტეს ჩემი მხრიდან და აქ ჩემი კომენტარები, მაშინ როდესაც რეგულატორი თავის მანდატშია შესული, აბსოლუტურად უადგილო და ზედმეტია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.